გონსალო იგუაინი ინტერ მაიამიში ახალგაზრდებთან იმუშავებს
გონსალო იგუანი "ინტერ მაიამი 2"-ში, მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელი გახდება, ინტერ მაიამის ახალგაზრდული კლუბი ამერიკის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში თამაშობს.
2020 წლის სექტემბერში, არგენტინელი ფორვარდი ფლორიდის დამწყებ კლუბს შეუერთდა, მაშინ ინტერ მაიამი მხოლოდ მეორე წელს იწყებდა მთავარ ჩემპიონატში. გონსალო იგუაინი გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელიც ინგლისელი ნახევარმცველის, დევიდ ბექჰემის პროექტს დათანხმდა. მან ვარდისფერი მაისურით 70 მატჩში ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. იგუაინი ინტერ მაიამიში 2022 წლის ოქტომბრამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.
2 წლის შემდეგ, არგენტინელი კლუბს სხვა როლით დაუბრუნდება. 36 წლის ყოფილი ფორვარდი ძმასთან, ფედერიკოსთან და სარეზერვო გუნდის მწვრთნელთან, კრისტიან ლედესმასთან ერთად განვითარებისა და მეთოდოლოგიის დირექტორის როლს შეასრულებს. იგუაინის უპირველესი პასუხისმგებლობა იქნება ახალგაზრდების, ისევე როგორც მეორე დივიზიონის პირველი გუნდის მოთამაშეების ადაპტაციის მართვა და ხელშეწყობა.