Belive

"გოლი გავიტანე, მაგრამ მეტი შემიძლია" - ზურიკო დავითაშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში, "ბორდოსა" და "ანჟერის" დაპირისპირება შედგა. ჟირონდინელების გამარჯვებაში ლომის წილი ზურიკო დავითაშვილმა დაიდო, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და 2-თვიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა Sud Ouest-სთან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ გოლის გატანით ბედნიერია, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია.

მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ. მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. გოლი გავიტანე, მაგრამ ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემიძლია. ეს გოლი ნამდვილად დამეხმარება - მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შემიძლია. "ბორდოს" ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბში თამაში მსურს - არ ვიცი, რას წერს მედია. - ზურიკო დავითაშვილი.

ლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ბორდო" სტუმრად "ტროას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები