Belive

გოლი და საგოლე პასი | მიქაუტაძის შეფასება ესპანიოლთან მატჩში

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 23-ე ტურში ვილიარეალმა ესპანიოლს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 73 წუთი გაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც თავი შესანიშნავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 8,7 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 18-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 6-დან 3 დუელი მოიგო და 9-დან 7 ზუსტი გადაცემა (78%) გააკეთა.

8,5-8,5 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან და Flashscore-სგან.

ვილიარეალი მომავალ მატჩს შაბათს, 14 თებერვალს, ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები