Belive

გოგლიჩიძე წითლის შემდეგ დაბრუნდა და ტრავმის გამო შეცვალეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში "ლეჩემ" საკუთარ მოედანზე "ემპოლი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 33-ე წუთზე ანგარიში ემპოლის თავდამსხმელმა, პიეტრო პელეგრიმ გახსნა, 77-ზე კი მასპინძლებმა სანტიაგო პიეროტის გოლით გაათანაბრეს.

საბა გოგლიჩიძემ მე-10 ტურში, "ინტერთან" წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და "კომოსთან" შეხვედრა გამოტოვა. დღეს, საბა ემპოლის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ჩინებულადაც თამაშობდა, თუმცა შეხვედრის 61-ე წუთზე, დაზიანების გამო, ნაადრევად შეიცვალა. იქამდე, სანამ გოგლიჩიძე მოედანზე იყო, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ემპოლის ცენტრალურ მცველს, ისმაილს ეწერა (7.3). ქართველმა კი მინდორზე გატარებულ 1 საათში, როგორც whoscored-სგან, ასევე sofascore-გან 7.2 ქულა დაიმსახურა. ჯერ უცნობია თუ რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ჩვენი ნაკრების მცველმა, საბა ვილი სანიოლის განაცხადშია ნოემბრის ერთა ლიგის თამაშებისთვის.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ემპოლი მე-13 ტურის შეხვედრას 25 ნოემბერს, საკუთარ კედლებში, "უდინეზეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები