გოჩოლეიშვილის ასისტი დაბადების დღეზე | ჰამბურგმა მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ჰამბურგმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და მეტოქე დრამატულ შეხვედრაში, 3:2 დაამარცხა. ამ მოგებით, ჰამბურგი ქულებით სწორედ დედაქალაქელებს გაუთანაბრდა და ისინი ახლა მე-9/მე-10 ადგილებს იკავებენ (25 ქულით).
გიორგი გოჩოლეიშვილი შეხვედრაში მხოლოდ 76-ე წუთზე ჩაერთო და ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ საგოლე გადაცემა შეესრულებინა (14 თებერვალი გოგლიჩიძის დაბადების დღეა). მინდორზე გამოსვლიდან 8 წუთში, ქართველმა კიონიგსდოფერს დუბლი შეასრულებინა და ანგარიში 3:1 გახდა. სტუმრებმა გაიბრძოლეს და ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა გამარჯვება ჰამბურგს დარჩა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა 6.7/6.8 შეფასება დაიმსახურა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).
20 თებრვალს, შემდეგ ტურში, ჰამბურგი მაინცს სტუმრად ეთამაშება.
Festung Volkspark! 🫶🔥 +3️⃣#nurderHSV #HSVFCU pic.twitter.com/EUWTZSspOT
— Hamburger SV (@HSV) February 14, 2026