Goal.com - პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი
Goal.com-მა პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა.
ვებგვერდის ვერსიით, ინგლისის ჩემპიონატში ამ მომენტისთვის ყველაზე წარმატებული შენაძენი გრანიტ ჯაკაა, რომლის სანაცვლოდაც სანდერლენდმა ლევერკუზენს 17 მილიონი ფუნტი გადაუხადა:
,,ჯაკას საოცარი ფორმა სანდერლენდში თითქმის ისეთივე გასაკვირი იყო, როგორც ლევერკუზენთან ერთად ბუნდესლიგის წაუგებლად მოგება. შვეიცარიელი ვარსკვლავი შავი კატების კაპიტანი გახდა, მისი ლიდერული თვისებები და სულისკვეთება კი გუნდის წარმატებულ თამაშში დიდ როლს ასრულებს.
ჯაკას გავლენა სანდერლენდზე აშკარაა - ის ლიდერობს პასებით, შექმნილი შანსებით, მოგებული დუელებით, ბურთთან შეხებებითა და დაფარული მანძილით. ეს ყველაფერი კი 33 წლის ასაკში. თუ სანდერლენდი ასე გააგრძელებს და გუნდი ევროპა ლიგაზე მოხვდება, ეს დიდწილად მისი დამსახურება იქნება.'' - წერს გამოცემა
მეორე ადგილს მარტინ ზუბიმენდი იკავებს, რომელიც არსენალმა რეალ სოსიედადიდან იყიდა. სამეულში, ასევე, მალიკ ჩაო მოხვდა (მილანიდან ნიუკასლში).

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი Goal.com-ის ვერსიით:
გრანიტ ჯაკა - ლევერკუზენიდან სანდერლენდში 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
მარტინ ზუბიმენდი - სოსიედადიდან არსენალში 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
მალიკ ჩაო - მილანიდან ნიუკასლში 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
რობინ რუფსი - ნეიმეგენიდან სანდერლენდში 9,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ნიკ ვოლტემადე - შტუტგარტიდან ნიუკასლში 69 მილიონი ფუტნის სანაცვლოდ;
კირნან დიუსბერი-ჰოლი - ჩელსიდან ევერტონში 28 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ნორდი მუკიელე - პსჟ-დან სანდერლენდში 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ჯორდან ჰენდერსონი - ბრენტფორდში თავისუფალი აგენტის სტატუსით;
რაიან შერკი - ლიონიდან მანჩესტერ სიტიში 37 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
უგო ეკიტიკე - აინტრახტიდან ლივერპულში 79 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.