Belive

Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ახლახან შევიტყვეთ, თუმცა Goal.com-ში უკვე მომდენო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ფიქრობენ. სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, ოქროს ბურთის სავარაუდო პრეტენდენტებს აქვეყნებს და პერიოდულ განახლებებს აკეთებს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, Goal.com-ის სიაში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

სეზონი ახალი დაწყებულია, შესაბამისად ჯერ ოქროს ბურთის პრეტენდენტზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეროვნული ჩემპიონატები უკვე გახურებულია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება, წინ კი მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება.

Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე ასპარეზობა დააფასა და ქართველ გარემარბს მე-15 ადგილი მიანიჭა. გამოცემის თანახმად, კვარაცხელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი და 9 საგოლე პასი მოუგროვდა, ევროპული ფეხბურთის მთავარი აღმოჩენაა.

ფეხბურთელი, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენაა.

კვარაცხელიას თამაშის პირდაპირი სტილი, მისი უზუსტესი პასისა და დარტყმის უნარი, ყველა იმ სტადიონის გულშემატკივარს აღაფრთოვანებს, სადაც იგი 2022/23 წლების სეზონში თამაშობს. იგი შემტევითი სტილით მოთამაშე ნაპოლის უცვლელ ფიგურად იქცა.

ტალანტის წარმოჩენას და ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებზე გავლენის მოხდენას კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლებს, თუმცა თუკი იგი არსებულ ფორმას შეინარჩუნებს, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც იგი ამ სიაში ყოფნას არ იმსახურებს", - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში კვარაცხელია ისეთ ფეხბურთელებზე უკეთეს პოზიციაზეა განმწესებული, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე, კოდი გაკპო, რაფაელ ლეაო და ლეროი სანე არიან.

GetPaidStock.com-634fdd3ed5294

სრული სია ასე გამოიყურება:

14. სადიო მანე (10 გოლი, 1 საგოლე გადაცემა);

13. გაბრიელ ჟეზუსი (5 გოლი, 5 საგოლე გადაცემა);

12. ჯამალ მუსიალა (7 გოლი, 9 საგოლე გადაცემა);

11. ჰარი კეინი (11 გოლი, 2 საგოლე გადაცემა);

10. ფილ ფოდენი (7 გოლი, 3 საგოლე გადაცემა);

9. მოჰამედ სალაჰი (11 გოლი, 4 საგოლე გადაცემა);

8. კარიმ ბენზემა (5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა);

7. კევინ დე ბრუინე (2 გოლი, 12 საგოლე გადაცემა);

6. ვინისიუს ჯუნიორი (7 გოლი, 5 საგოლე გადაცემა);

5. რობერტ ლევანდოვსკი (14 გოლი, 4 საგოლე გადაცემა);

4. ერლინგ ჰოლანდი (21 გოლი, 3 საგოლე გადაცემა);

3. კილიან მბაპე (13 გოლი, 1 საგოლე გადაცემა);

2. ნეიმარი (13 გოლი, 11 საგოლე გადაცემა);

1. ლიონელ მესი (12 გოლი, 8 საგოლე გადაცემა).

სხვა სტატიები