გმირობიდან მესამე ლიგამდე | ლესტერი ჩემპიონშიფიდანაც გავარდა
ჩემპიონშიფის 44-ე ტურში ლესტერმა ჰალს უმასპინძლა და მატჩი 2:2 დასრულდა.
ამ შედეგით, ჰალ სიტი პლეი-ოფის ზონის მიღმა დარჩა და მე-7 ადგილზე დაქვეითდა, ლესტერმა კი 42 ქულა დააგროვა და როგორც მათემატიკური, ასევე ყველანაირი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნონ, შესაბამისად - პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 10 წლის შემდეგ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან გავარდა და მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში ითამაშებენ...
Tonight’s result confirms our relegation to Sky Bet League One. pic.twitter.com/IsmoQbPOru
— Leicester City (@LCFC) April 21, 2026
ლესტერ სიტის 2016 წლის ისტორიული პრემიერ ლიგის ტიტულის 10 წლისთავის მოახლოებასთან ერთად, კლუბის საშინელ მდგომარეობაშო ყოფნა ყურადღებას იპყრობს. პრემიერ ლიგის ტიტული, რომელიც ჯეიმი ვარდის, რიად მაჰრეზის, ნგოლო კანტეს და კლაუდიო რანიერის ლიდერობით მოიგეს, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სიურპრიზად ითვლება.
ჰალ სიტისთან 2-2 ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ლესტერი 142-წლიანი ისტორიის განმავლობაში მეორედ დაქვეითდა ინგლისის ფეხბურთის მესამე დივიზიონში. კლუბმა ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურმა პრობლემებმა ლესტერის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კლუბის მფლობელმა 'King Power International Group'-მა პანდემიის დროს სერიოზული ეკონომიკური ზარალი განიცადა. ამან კი პირდაპირ იმოქმედა კლუბზე.
ლესტერმა, რომელმაც ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით FA თასი მოიგო და პრემიერ ლიგაში უმაღლესი საფეხურებისთვის იბრძოდა, ფინანსური შეზღუდვების გამო ვერ შეძლო შემადგენლობის გაძლიერება. როჯერსმა 2022 წელს გაკეთებულ განცხადებებში კლუბის ეკონომიკურ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდებოდა, ლესტერს სერიოზული პრობლემები ძალიან მალე შეემთხვეოდა, ფაქტიც სახეზეა.
ისტორიული ჩემპიონობის შემდგომ პერიოდში ლესტერმა ცვალებადი გახიასთი აჩვენა. თუმცა, ბოლო წლებში ფინანსურმა პრობლემებმა და სპორტულმა წარუმატებლობებმა კლუბი ქვედა ლიგებში დააბრუნა...