Belive

"გმირი ნეაპოლში და კერპი სამშობლოში" - BT Sport-ის კომენტატორი კვარაცხელიაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მარადონაზე" საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ფეხბურთელებმა ჩემპიონობა ფანებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე იზეიმეს - აღნიშნული მოვლენა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საჩემპიონო მსვლელობის დროს, ადგილობრივი დიქტორის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას გამოცხადებას ტრიბუნებიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა - ნეაპოლელები ქართველი ვარსკვლავის გვარს სკანდირებდნენ, რომელმაც "პარტენოპეის" ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო.

კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არც BT Sport-ის კომენტატორმა დაიშურა, რომელმაც კვარა შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: "ნომერი 77 ხვიჩა კვარაცხელია - გმირი ნეაპოლში და კერპი სამშობლოში".

@btsport These Napoli fans are going wild for Khvicha Kvaratskhelia and Victor Osimhen!! 🤩 #napoli #osimhen #kvaratskhelia #seriea #scudetto #italy #btsport ♬ original sound - btsport

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" დაპირისპირება შედგა. "მარადონაზე" "ნაპოლიმ" ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტი, ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები