GLOBE SOCCER AWARDS | უსმან დემბელე წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
28 დეკემბერს GLOBE SOCCER AWARDS დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადადხვა კატეგორიაში გამოვლინდა.
ღონისძიების ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ დაიმსახურა.
აღსანიშნავია რომ ღონისძიებაზე ყველაზე მეტი ჯილდო პარიზული გრანდის წარმომადგენლებმა მიიღეს. დემბელესთან ერთად საუკეთესო ნახევარმცველად ვიტინია, საუკეთესო განვითარებად ფეხბურთელად დეზირე დუე, საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე და საუკეთესო კლუბად პარი სენ-ჟერმენი დასახელდა.
¡El Paris Saint-Germain en los Globe Soccer Awards! ❤️💙
— Paris Saint-Germain (@PSG_espanol) December 28, 2025
🏆 Mejor club
🏆 Ousmane Dembélé, Mejor jugador
🏆 Vitinha, Mejor mediocampista
🏆 Desiré Doué, Jugador emergente
🏆 Luis Enrique, Mejor entrenador
🏆 Nasser Al-Khelaïfi, Mejor presidente
🏆 Luis Campos, Mejor director… pic.twitter.com/OhDdhDRQC7
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელს, აღნიშნული პრიზი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ, კრიშტიანუ რონალდუს ერგო.