გიჟური მატჩი ლიონში და 10-კაციანი მარსელის გმირობა
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში საოცარი შეხვედრა ვიხილეთ. "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "მარსელს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. მატჩი დატვირთული იყო უამრავი ურთიერთსაპირისპირო მომენტით, რაც კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა ანონსშივე საინტერესო შეხვედრას.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარსელის მცველმა, ლეონარდო ბალერდიმ პირველივე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ეს მე-5 წუთზეც გააკეთა, შესაბამისად, სტუმრებს ფაქტობრივად მთელი თამაშის ჩატარება კაცნაკლულებს მოუხდათ. არაა გასაკვირი, რომ ლიონი უპირატესობას დაეუფლა და ქმნიდა მომენტებს, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ლაკაზეტიმ პენალტიც ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ლიონმა მაინც გახსნა ანგრიში, გოლი ცენტრალურმა მცველმა, ჩალეტა-ჩარმა გაიტანა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, ქართველი თამაშში 67-ე წუთზე, ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო. ზუსტად ორ წუთში მარსელმა წონასწორობა აღადგინა - ერთი-ერთზე გასულმა პოლ ლიროლამ აუღელვებლად შეასრულა. 82-ე წუთზე ლიროლა უკვე ასისტენტად მოგვევლინა, მან ასევე შეცვლაზე შემოსულ ულისეს გარსიას გაატანინა.
მიქაუტაძეს 2 მომენტი შეექმნა, ჯერ თავით ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, მეორედ კი ბრუნში ლამაზი დარტყმით, თუმცა ორივეჯერ ბურთი ხარიხას ზემოდან გადაცდა. მატჩის დამატებულ მესამე წუთზე რაიან ჩერკიმ მაინც გაიტანა და თითქოს ეს შესანიშნავი თამაშიც ლოგიკურ ფრემდე მივიდა, მაგრამ მარსელი ასე არ ფიქრობდა, გათანაბრებიდან 1 წუთში ჯონათან რუიმ ლამაზი გოლი გაიტანა და სტუმრებს მოაგებინა.
ლიონს 5 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს და ცხრილის მე-14 პოზიციაზე იმყოფება. მარსელი კი 13 ქულით პირვველ ადილს "მონაკოსთან" და "პსჟ"-თან იყოფს.