Belive

ვილიარეალმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | მიქაუტაძის შეფასება

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ვილიარეალი რეალ სოსიედადს ესტუმრა და მასპინძლები 2:3 დაამარცხა. თავდაპირველად სტუმრები 0:2-ს იგებდნენ, აიოზე პერესმა 31-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანა, 57-ზე ალბერტო მოლეირომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე კარლოს სოლერმა უპირატესობა შეამცირა, ხოლო 87-ე წუთზე ანდერ ბარენეჩეამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წამზე (90+5) ალბერტო მოლეირომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.

გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და ის მატჩში 69-ე წუთზე ჩაერთო, ქართველმა ფორვარდმა 1 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ბურთს 6-ჯერ შეეხო, 4 გადაცემიდან ოთხივე ზუსტად შეასრულა, ჟორჟმა ერთხელ კარისკენაც დაარტყა.

გიორგი მიქაუტაძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.7

  • Flashscore - 6.6

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 32 ქულით მე-2 ადგილზეა (10 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 4 დეკემბერს ესპანეთის თასის ეგიდით, ანტონიანოს წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები