GIVEMESPORT | ლივერპულმა ამორიმთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"ლივერპულმა" რუბენ ამორიმთან კონტრაქტის დეტალები პრაქტიკულად შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ბრიტანული სპორტული ტაბლოიდი - GIVEMESPORT ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, "ლივერპულის" წარმოამდგენლები ამორიმს კონტრაქტის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე შეუთანხმდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები რუბენ ამორიმს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ფინანსური მხარე კი შეთანახმებულია და უდიდესი ალბათობით, იურგენ კლოპს სწორედ "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელი შეცვლის.
39 წლის ამორიმის სამწვრთნელო საქმიანობა "კასა პიაში დაიწყო, სადაც მხოლოდ 4 მატჩის განმავლობაში იმუშავა. ამორიმის შემდეგი და ასევე ხანმოკლე გაჩერება "ბრაგა" აღმოჩნდა, სადაც 2019 წლის დეკემბრიდან, 2020 წლის მარტამდე იმუშავა. 2020 წლიდან, რუბენ ამორიმი "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს - ახალგაზრდა სპეციალისტის მეთაურობით "სპორტინგმა" უკვე 200 მატჩი გამართა და საშუალოდ 2.24 ქულას აგროვებს.