Belive

GiveMeSport: "გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მთავარი შენაძენია"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილი, მიმდინარე ზაფხულს, "ლივერპულმა" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიასგან" შეიძინა, თუმცა ვალენსიაში იჯარის წესით დატოვა და მოსალოდნელია, რომ მომავალი სეზონიდან გიორგი მერსისაიდელების მთავარ მეკარეს, ალისონს შეცვლის. გამოცემა GiveMeSport-მა მამარდაშვილის ტრანსფერი 2024 წლის მთავარ მოვლენად შეაფასა.

სიაში ერთადერთი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია და ის პირველ ადგილს იკავებს, რაც ცოტა უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ვალენსიაში იჯარით დატოვეს, თუმცა ვინც საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გამოსვლას უყურა, დაინახავს, ​​რომ მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

24 წლის ასაკში, როდესაც ის ენფილდზე ჩავა, ეს შეიძლება იყოს საუკუნის გარიგება, თუ რა თქმა უნდა, ის სრულ პოტენციალს გამოავლენს. ალისონი უკვე 32 წლისაა და მას იდეალური შემცვლელი ჰყავს

- ვკითხულობთ GiveMeSport-ის სტატიაში

მიმდინარე სეზონში, გიორგიმ ვალენსიას კარის 'მშრალად' შენახვა 3-ჯერ მოახერხა. 'ღამურები' საშინელ ფეხბურთს აჩვენებენ და ცხრილის ბოლო ადგიილზე არიან. ვალენსიას 11 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს. ბოლო ტურის მატჩი, რომელიც "რეალის" წინააღმდეგ სტუმრად უნდა ჩაეტარებინათ, ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის გამო გადაიდო.

სხვა სტატიები