Belive

გიუნდოგანი: ,,ასეთი შედეგის შემდეგ, მინდა, რომ უფრო მეტი გაბრაზება დავინახო''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გასახდელიდან გამოვედი და ფეხბურთელები აშკარად იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის და ასეთი შედეგის შემდეგ, მინდა, რომ უფრო მეტი ბრაზი და იმედგაცრუება დავინახო. როცა აგებ, მეტი ემოცია უნდა გამოხატო.

ჩვენი გუნდისთვის საჭიროა, რომ მსგავს სიტუაციებში წინ დიდი ნაბიჯი გადავდგათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალი და ჟირონა გაგვისწრებენ.

აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასეთი მატჩები წავაგოთ. ჩემი, როგორც გამოცდილი ფეხბურთელის პასუხისმგებლობაა, რომ გუნდმა ამ ყველაფერს თავი გაართვას.'' - გიუნდოგანი

ლა ლიგის მე-11 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მადრიდელებმა გამარჯვების გოლი მატჩის 92-ე წუთზე გაიტანეს.

სხვა სტატიები