გიორგი წიტაიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
გიორგი წიტაიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი. ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში, მისმა გრანადამ კასტელონს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გრანადასთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან გუნდი ბოლო ტურში საპლეიოფო ზონაში შესვლის შანსს ინარჩუნებს (მე-7 ადგილზეა და ლა ლიგაში დაწინაურების ფლეი ოფის ზონა 3-დან 6-ის ჩათვლით ადგილებია).
წიტაიშვილმა მინდორზე 59 წუთი გაატარა, ანგარიშის გამხსნელი გოლი კი 26-ე წუთზე გაიტანა. ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეფასებისა და სტატისტიკის ვებ-გვერდების მიხედვით, გიორგი კასტელონთან მატჩში საუკეთესო იყო - მისი შეფასება 7.8 ქულაა.
გრანადა ბოლო ტურში მეხუთეადგილოსან სანტანდერის რასინგს ეთამაშება, წიტაიშვილის გუნდს ეს მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს.