გიორგი გულიაშვილმა კასტელონთან სუპერმატჩი ჩაატარა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში კასტელონმა რასინგს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა. გულიაშვილი სანტანდერის რასინგის რიგებში მეშვიდე მატჩს ატარებდა (ყველა ტურნირზე) და საგოლე მოქმედებას ჯერ კიდევ ელოდებოდა. კასტელონი აღმოჩნდა ის გუნდი, რომელთანაც გიორგი ბოლომდე გაიხსნა: დუბლი და საგოლე გადაცემა - 3 საგოლე მოქმედება (სადებიუტო) და თანაც ერთ მატჩში.
გულიაშვილმა გოლები მე-19 და 42-ე წუთზე გაიტანა, გუნდელს კი ბრწყინვალე ჩაწოდებით, 34-ე წუთზე გაატანინა. მწვრთნელმა ქართველი 76-ე წუთზე შეცვლა. გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა (9.1-დან 9.5-დე).
კასტელონი რასინგის უშუალო მეტოქეა - ეს თამაში წყვეტდა ვინ დაიკავებდა ცხრილში პირველ ადგილს, ახლა რასინგი ტურნირს ლიდერობს და კასტელონთან სხვაობა 4 ქულაა.
⏹️ ¡¡¡FINAAAAAAAAAAAAAAL!!!
— Real Racing Club (@realracingclub) February 28, 2026
Castellón 1-3 Racing
(🎯 Guliashvili x2 y Mantilla)#CastellónRacing pic.twitter.com/IGgocEMKRX