გიორგი წიტაიშვილის შეფასება ბურგოსის წინააღმდეგ
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში "გრანადა" "ბურგოსს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გიორგი წიტაიშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო 79 წუთი ითამაშა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ის მიხედვით ერთ-ერთი საუეკეთესო შეფასება 7.3 დაიმსახურა. ის ბურთს 21-ჯერ შეეხო, 12 გადაცემიდან 9 ზუსტი იყო (75%), კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, 1 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და ისიც წარმატებით, 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.
FINAL #BurgosCFGranada 2-2
— LALIGA HYPERMOTION (@LaLiga2) September 29, 2024
🟰 ¡Reparto de puntos en El Plantío tras un duelo vibrante entre @Burgos_CF y @GranadaCF!#LALIGAHYPERMOTION pic.twitter.com/WgSfHeAasf
"გრანადა" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 7 ქულით მე-16 პოზიციაზეა (1 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი "მირანდესის" წინააღმდეგ 5 ოქტომბერს ჩაატარებს, მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.
გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.