Belive

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

პოზნანის "ლეხის" ქართველი შემტევი მე-12 ტურის შეხვედრაში, "რადომიაკ რადომის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 91 წუთი გაატარა, ხოლო მე-12 წუთზე ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა და მოქმედ ჩემპიონს 3 ქულა მოუტანა.

View this post on Instagram

A post shared by PKO Bank Polski Ekstraklasa (@ekstraklasa_official)

მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასია. რაც შეეხება მისი და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის გუნდს, "ლეხი" 12 ტურში დაგროვილი 18 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს და სამეულს 3 ქულით ჩამორჩება. თანაც, უახლოეს კონკურენტებთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები