გიორგი ჭიაბრიშვილს გულის შეტევა დაემართა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწვრთნელს - გიორგი ჭიაბრიშვილს გულის შეტევა დაემართა.
ეს ფაქტი გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის 25-ე ტურის წინ თელავში მოხდა, სანამ "დინამო" ადგილობრივ "თელავს" დაუპირისპირდებოდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის დაწყებამდე თავი ცუდად იგრძნო, საბოლოოდ კი დადასტურდა, რომ მას გულის შეტევა დაემართა.
რამდენიმე წუთის წინ კი მისი ოპერაცია დასრულდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Live.ge გიორგი ჭიაბრიშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!