Belive

გიორგი ქვილითაია: "რთული პერიოდი მქონდა, ახლა კი ბედნიერი ვარ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის, ნიქოზიის "ოლიმპიაკოსის" 2:1 დამარცხების და ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და "ანორთოსისის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ პირველი ემოციები გაამჟღავნა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. "არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ეს გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ისინი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის. ჩვენ ემოციებით ვიყავით სავსე და ამ ემოციების გამო მთელი ღამე არ მეძინა. ჩვენ ყველაფერი გავიღეთ, რათა მათთვის ტიტული მოგვეპოვებინა. ძალიან ბედნიერები ვართ. ბოლოს, რთული პერიოდი მქონდა, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ცუდი თამაშები ჩავატარე. დღეს ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ და ის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მეორეხარისხოვანია.  რაც შეეხება ჩემს მომავალს, ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, თუმცა არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ დღევანდელი დღით ვისიამოვნო", - თქვა 27 წლის ფორვარდმა. ეროვნული გუნდის ფორვარდი მიმდინარე სეზონში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში იჯარის წესით თამაშობს და მის აქტივში ყველა ტურნირზე გატანილი 16 გოლია, რა შედეგითაც ფამაგუსტურ კლუბში საუკეთესო ბომბარდირია. მისი საიჯარო ხელშეკრულება 31 მაისს სრულდება.

სხვა სტატიები