გიორგი ქვილითაიას ტრანსფერით გერმანული გუნდი დაინტერესდა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არის ლიმასოლის ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას ტრანსფერით გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის გუნდი პადერბორნი ინტერესდება, ინფორმაციას გერმანული გამოცემა fussballtransfers ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პადერბორნს 32 წლის ფორვარდის გადაყვანა იჯარით სურს, ქართველის მიმართ ინტერესს იჩენს კვიპროსული აპოელიც.
გიორგი ქვილითაია როგორც უკვე აღვნიშნეთ ამჟამად კვიპროსულ არის ლიმასოლში ასპარეზობს და მათთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი/5 საგოლე გადაცემა უფიქსირდება. transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა.
პადერბორნი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 33 ქულით მე-4 პოზიციაზეა (10 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი).