გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტე"-სთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგძლივა. ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, მაგრამ განახლდა და ესპანურ კლუბში მინიმუმ კიდევ 2 წლით დარჩება.
გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" 2019 წელს შეუერთდა, მას დებიუტი "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ ჰქონდა. 2022-წლიდან 2023 წლის ზაფხულის ჩათვლით ქოჩორა "კასტელონში" იჯარით თამაშობდა, შემდეგ კი ისევ "ლევანტეში" დაბრუნდა.
🐸🇬🇪 El #LevanteUD y Giorgi Kochorashvili (@GKochorashvili) extienden su vinculación hasta 2027. Enhorabuena, Kocho 💪🏻https://t.co/umOCN34Sf6
— Levante UD (@LevanteUD) May 28, 2024
"ლევანტე" ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 2023/24 წლების სეზონში მე-10 ადგილზე გავიდა. გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.