Belive

დიოგო კოშტა: "ჩვენი მიზანი საქართველოსთან კარგად თამაში და მათი დამარცხებაა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "პორტუს" 24 წლის მეკარემ - დიოგო კოშტამ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიის ნაკრების მიზნების შესახებ ისაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული და ეს მშვიდად ყოფნის უფლებას გვაძლევს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მათთან თამაში ძალიან რთულია.

მოდით, პლეი-ოფებზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ საქართველოსთან მატჩია და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებულები საქართველოსთან სათამაშოდ და ჩვენი მიზანია, რომ ისინი დავამარცხოთ და მაღალი დონის თამაში ვაჩვენოთ..." - დიოგო კოშტა

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები