გიორგი ქოჩორაშვილი თავისი გუნდიდან მატჩში საუკეთესო იყო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში ეიბარს ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. მატჩში ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდიდან საუკეთესო იყო.
გიორგიმ მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა, მან Sofascore-ის მიხედვით 7.2 შეფასება დაიმსახურა, რომელიც თავისი გუნდიდან ყველაზე კარგი შედეგი იყო.
ლევანტე შემდეგ მატჩში 3 დეკემბერს ვალიადოლიდს საკუთარ არენაზე დაუპირისპირდება.
FINAL |3-1|#EibarLevante pic.twitter.com/RBj1J0fwXd
— Levante UD (@LevanteUD) November 25, 2023