გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს ვარჯიშს შეუერთდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა შვებულება დაასრულა და "ლევანტესთან" ერთად ვარჯიში განაახლა. ქოჩორამ ევრო 2024-ზე ასპარეზობის შემდეგ გუნდთან ერთად დღეს დილით პირველად ივარჯიშა.
გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება, მანამდე კი, მათ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა აქვთ ჩანიშნული, პირველი "ალავესთან" 27 ივლისს გაიმართება, შემდეგ მატჩს 31-ში "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო შეხვედრა მათ "ვილიარეალი B-ს" წინააღმდეგ ექნებათ.
ლა ლიგა 2-ში კი "ლევანტე" თავისთვის პირველ შეხვედრას 18 აგვისტოს ხიხონის "სპორტინგის წინააღმდეგ ჩაატარებს.
