Belive

გიორგი ქოჩორაშვილი დიდი ალბათობით სევილიაში იასპარეზებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სპორტინგის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში (ლა ლიგა) კერძოდ სევილიაში დაბრუნდეს, ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა ABC Sevilla აქვეყნებს და მათ სიტყვებს ასევე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი მატეო მორეტო ციტირებს. წყაროს ცნობით ესპანური კლუბი ქოჩორაშვილის გადაყვანას ჯერჯერობით იჯარით შეეცდება.

როგორც ABC Sevilla იტყობინება 27 წლის ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიელი ჯიბრილ სოუს შეცვლის მთავარ კანდიდატად განიხილება, რომელიც ჯენოაში წასვლას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ამჟამად სპორტინგის ფეხბურთელია, რომელსაც სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, ის პორტუგალიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს ლევანტედან 5.5 მილიონ ევროდ იყიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სპორტინგის რიგებში 26 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.