გიორგი ქინქლაძე: "ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპული საფეხბურთო სეზონი კულმინაციას დღეს, მიუნხენში, ალიანც არენაზე მიაღწევს. კონტინენტის ორი საუკეთესო კლუბი, პსჟ და ინტერი მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ და ქართველები განსაკუთრებულ მოლოდინში არიან - ფაქტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ჩვენი საფეხბურთო ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე ამ მატჩის მნიშვნელობასა და კვარაცხელიას უდიდეს მიღწევას გამოეხმაურა.
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არა მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.
ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ. ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენ გვერდითაა. წადი და დაამკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე - წერს გიორგი ქინქლაძე
პარიზული გრანდისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული იქნება ისტორიაში. ინტერს მთავარი ევროპული ჯილდო 3-ჯერ აქვს მოგებული, 3-ჯერ ფინალში დამარცხდა და მათ შორის 2023 წლის სეზონის გადამწყვეტ მატჩში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.