Belive

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი მონაკოში მალე გაოფიციალურდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე "მონაკოს" უახლოვდება, დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გარდაუვალია, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe აქვეყნებს.

ჟორჟი უკვე გაესაუბრა "მონაკოს" სპორტულ დირექტორ ტიაგო სკუროს და მწვრთნელ ადი ჰუტერს. ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე გუნდიდან გაუშვა. ქართველმა თავდამსხმელმა 2022/23 წლებში სეზონის ნახევარი ნიდერლანდურ გუნდში გაატარა, შემდეგ კი "მეცში" 6 თვიანი იჯარით გაუშვეს, საბოლოოდ ფრანგულმა გუნდმა 23 წლის ფეხბურთელი 13 მილიონად გამოისყიდა

სხვა სტატიები