Belive

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი მონაკოში ამ შაბათ-კვირას გაოფიციალურდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი "მონაკოში" ამ შაბათ-კვირას გაოფიციალურდება, ინფორმაციას ფაბრიციო რომანო აქვეყნებს. ქართველი ფეხბურთელი ხვალ (შაბათს) მონაკოში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯერ კიდევ გასულ კვირას "მეცმა" და "მონაკომ" ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, საბოლოოდ დეტალები მოგვარდა და ფეხბურთელი ძალიან მალე გუნდს შეიცვლის.

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები. ის "მონაკოსთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები