გიორგი მიქაუტაძის შეფასება სტრასბურგის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა 33-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "სტრასბურგს" ესტუმრა, ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. ჟორჟმა თავისი გუნდი 54-ე წუთზე დააწინაურა და "მეცი" 89-ე წუთამდე იგებდა, საბოოლოდ 89 და 92-ე წუთებზე სტრასბურგმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ყველაზე კარგი შეფასება 7.6 დაუწერა. ქართველმა ფორვარდმა ერთხელ კარში დაარტყა, ორჯერ კარისკენ, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს. ჟორჟს 5 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და გამარჯვებული 2 შემთხვევაში დარჩა, ბურთს 44-ჯერ შეეხო, 19 გადაცემა გააკეთა და 13 წარმატებული იყო (68%), 16 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 8 შემთხვევაში დარჩა.
Whoscored-მაც საუკეთესოდ შეაფასა ქართველი ფორვარდის ასპარეზობა და 8.0-ით შეაფასა.
#RCSAFCM [ ℙ𝕣𝕠 ]
— FC Metz ☨ (@FCMetz) May 12, 2024
⏱️C'est terminé. Les Grenats s'inclinent après deux buts encaissés en fin de rencontre.
Tout se jouera donc dimanche prochain, face au @PSG_inside. pic.twitter.com/qGXbuFOKrB
"მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზეა და უმაღლეს ჩემპიონატში დარჩენისთვის პლეი ოფში იბრძოლებს. შემდეგ და სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველის გუნდი "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19 მაისს გაიმართება.