Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება სენტ-ეტიენის წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენი პლეი ოფის ფინალის პირველ შეხვედრაში "სენტ-ეტიენს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა. პირველი გოლი მასპინძელმა გუნდმა გაიტანა, ეს იბრაჰიმ სისოკომ მე-18 წუთზე მოახერხა, პირველი ტაიმის მიწურულს "მეცის" მცველმა ისმაელ ტრაორემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვება "სენტ-ეტიენმა" ირვინ კარდონას გოლით მე-80 წუთზე მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 6.6-ით შეაფასა, მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 38-ჯერ შეეხო ბურთს, 23 გადაცემიდან 16 ზუსტი იყო (70%), 7 ორთაბრძოლიდან 2-ში დარჩა გამარჯვებული.

"მეცს" გადამწყვეტი შეხვედრა 2 ივნისს აქვს ჩასატარებელი, სადაც უკვე "სენტ-ეტიენს" მასპინძლის რანგში დაუხვდება.

სხვა სტატიები