გიორგი მიქაუტაძის შეფასება მონაკოს წინააღმდეგ
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" საკუთარ არენაზე "მონაკოსთან" 2:5 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 82 წუთი ითამაშა. Sofascore-მა გიორგის 6.3 შეფასება დაუწერა, კარში და კარისკენ თითო-თითოჯერ დაარტყა, 2 დარტყმული კი დაუბლოკეს. 6 შესრულებული დრიბლინგიდან 2 წარმატებული იყო. ბურთს 43-ჯერ შეეხო, 27 გაკეთებული გადაცემიდან 20 ზუსტი იყო (74%), 12 ორთაბრძოლიდან 4-ში გამარჯვებული დარჩა.
Whoscored-მა გიორგი მიქაუტაძე 6.3-ით შეაფასა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში 23 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, შემდეგ მატჩს 7 აპრილს "ბრესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.