გიორგი მიქაუტაძის შეფასება ლილის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში "მეცი" საკუთარ მოედანზე "ლილთან" 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი თავის გუნდში გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-ს მიხედვით მან 6.7 შეფასება დაიმსახურა, ჟორჟმა ერთხელ კარში დაარტყა, რომელიც საბოლოოდ გოლით დასრულდა, ასევე ერთხელ კარისკენ დაარტყა. გიორგი მიქაუტაძეს 2 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და წარმატებით არცერთი არ დასრულდა, ბურთს 30-ჯერ შეეხო, 19 გადაცემა შეასრულა და ზუსტი 14 იყო (74%), 8 ორთაბრძოლიდან 4-ში გამარჯვებული დარჩა.
Whoscored-მა ქართველი ფორვარდი 6.6-ით შეაფასა.
#FCMLOSC [ ℙ𝕣𝕠 ]
— FC Metz ☨ (@FCMetz) April 28, 2024
C'est terminé à Saint-Symphorien. Les Messins s'inclinent face à Lille. pic.twitter.com/M3onWpmtN5
"მეცს" 31 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა (ამ შედეგით ლიგა 1-ში დარჩენისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ), 29 ქულა აქვს ასევე მე-15 ადგილზე მყოფ "ლე ავრს", რომელიც "მეცს" გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი თანაფარდობით უსწრებს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და საუკეთესო ბომბარდირებში მე-5 ადგილზეა.