გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა, განახლებულ მონაცემებს Transfermarkt აქვეყნებს. ჟორჟის ფასი 28 მილიონი ევროდან 30 მილიონი გახდა და ისევ თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დაუბრუნდა.
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის გასული 2025/26 წლების სეზონში ვილიარეალის რიგებში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ის თავის გუნდში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონი 72 ქულით და მე-3 ადგილით დაასრულა (22 მოგება, 6 ფრე, 10 მარცხი). მომდევნო სეზონში კი ქართველი ფეხბურთელის გუნდი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.