გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "მეცის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროთი გაიზარდა.
23 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 8 მილიონი ევრო იყო, განახლებული ინფორმაციით ფეხბურთელის ფასი ამჟამად 9 მილიონ ევროს შეადგენს.
გიორგი მიქაუტაძე "აიაქსიდან" "მეცში" იჯარით ამ წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მან ფრანგულ გუნდში უკვე 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.