Belive

გიორგი მიქაუტაძის ფასი 6 მილიონი ევრო გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონი ევრო გახდა.

წამყვანმა სტატისტიკურმა და სატრანსფერო პლატფორმა Transfermarkt-მა 22 წლის ცენტრალური ფორვარდის ღირებულება გააორმაგა და 3-დან ექვს მილიონ ევრომდე გაზარდა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მესამე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

გიორგი მიქაუტაძეს, "მეცის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 16 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 15 გოლით ლიდერობს.

სხვა სტატიები