გიორგი მიქაუტაძის ისტორიული შედეგი საფრანგეთის ლიგა 1-ში
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის შეხვედრაში "მეცი" "სტრასბურგთან" 2:1 დამარცხდა. "მეცის" ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, ეს ქართველისთვის და ზოგადად საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატისთვის ისტორიული გამოდგა.
ქართველმა ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ში ისტორია დაწერა და რეკორდი დაამყარა, ჟორჟმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ ყველაზე მეტი 11 გოლი გაიტანა, მსგავსი შედეგი კონკრეტულ ჩემპიონატში არავის ჰქონია.
Georges Mikautadze est le joueur recruté lors d'un mercato hivernal ayant marqué le plus de buts jusqu'à la fin de saison de l'histoire de la Ligue 1 🤯 🇬🇪
— Footballogue (@Footballogue) May 12, 2024
Le géorgien a claqué 11 buts depuis son retour à Metz en janvier dernier, c'est HI-STO-RIQUE !
(@PVSportFR) pic.twitter.com/YJLKWxc26U
გიორგიმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და აქტივში 4 საგოლე გადაცემაც აქვს. მეცში იჯარით დაბრუნების შემდეგ მან 11 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა.