გიორგი მიქაუტაძის გოლით და 2 ასისტით ლიონმა ლე ავრი დაამარცხა | VIDEO
საფრანგეთის 26-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ლე ავრი" 4:2 დაამარცხა. ლიონელთაგან პირველი გოლი 22-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 31-ე წუთზე კვლავ თერთმეტმეტრიანიდან გავიდა გოლი, ოღონდ ამჯერად "ლე ავრის" რიგებიდან აბუდალიე ტურემ გაიტანა, 45+1-ზე სტუმრები იოსე კასიმირმა წინ გაიყვანა.
ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში 77-ე წუთზე ჩაერთო და მთავარი ამბებიც დაიწყო!! ჟორჟმა შემოსვლიდან 1 წუთში საგოლე გადაცემა მალიკ ფოფანაზე გააკეთა, 82-ე წუთზე თავად გაიტანა, 90+6 წუთზე კი ტიაგო ალმადასაც გაატანინა გოლი.
გიორგი მიქაუტაძემ როგორც უკვე გითხარით არასრული 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 გოლს და 2 ასისტს მოუყარა თავი, ამით კი მან ყველაზე მაღალი შეფასება 9.4 დაიმსახურა (Sofascore). ჟორჟმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და შედეგიანად, ბურთს 10-ჯერ შეეხო, 6-დან 5 გადაცემა ზუსტად შეასრულა.
"ლიონს" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 45 ქულა აქვს (13 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩაატარებს, ლიონელები 28 მარტს, 23:45 საათზე "სტრასბურგს" დაუპირისპირდებიან.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 13 გოლი 8 საგოლე გადაცემა აქვს.