Belive

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მეცის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა თავდამსხმელმა მარტში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 2 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 გოლია, რითაც 22 წლის ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

,,მეცი'' 31 ტურის შემდეგ 55 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 22 აპრილს, ,,სენტ ეტიენთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები