Belive

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მეცის" ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე l'équipe-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 23 წლის ფეხბურთელის გუნდი "ბრესტს" დაუპირისპირდა, გიორგიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მაგრამ თავისი გუნდი მაინც 4:3 დამარცხდა.

"მეცის" რიგებიდან სიმბოლურ გუნდში მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე მოხვდა. ის საფრანგეთში, თავის ყოფილ კლუბში "აიაქსიდან" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით დაბრუნდა, ქართველმა ფორვარდმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უკვე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სხვა სტატიები