Belive

გიორგი მიქაუტაძე მეცის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავ ფორმაში ყოფნა "მეცს" შანსს უნარჩუნებს, ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს. ჯერ აგვისტოში, იქამდე სანამ "აიაქსში" გადავიდოდა და შემდეგ უკვე თებერვალში, უკან იჯარით დაბრუნებისას, fcmetz.com-ის მომხმარებლებმა გიორგი გამოარჩიეს. ახლა მიღებული თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი მიქაუტაძესთვის სეზონში მესამე იქნება.

გიორგი მიქაუტაძემ აპრილის თვის ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და აქედან ორ შემთვევაში დუბლი შეასრულა. ქართველს საფრანგეთის ჩემპიონატში სულ 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

მეცი ცხრილის გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა და მხოლოდ ბურთების უარესი მაჩვენებლის გამო უსწრებს მე-15 ადგილზე მყოფი "ლე ავრი".

სხვა სტატიები