Belive

გოლი თასის ორივე მატჩში - გიორგი მიქაუტაძის შეფასება ბურგონის წინააღმდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ,,ლიონი'' რანგით მე-5 ლიგის გუნდთან, ,,ბურგონთან'' სტუმრად პენალტების სერიაში დამარცხდა.

ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მოედანზე 65 წუთი გაატარა და გოლით გამოირჩა (გიორგიმ საფრანგეთის თასის ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა).

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7.6 ქულით შეაფასა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ საიდ ბენრაჰმასა და რაიან ჩერქის ჩამორჩა.

მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 26-ჯერ შეეხო, კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (კარში ერთხელ), 7-დან 3 დუელი მოიგო და 14-დან 11 ზუსტი გადაცემა (79%) გააკეთა.

7.8 ქულა დაიმსახურა ჟორჟმა Flashscore-სგან, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ლიონი'' მომავალ შეხვედრას კვირას ღამით, 00:05 საათზე, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,ტულუზას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები