Belive

გიორგი მიქაუტაძე: "მახარებს, რომ აიაქსში არველაძის ნაკვალევს მივყვები"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსის" ახალწვეულმა - გიორგი მიქაუტაძემ, გუნდის პრესსამსახურთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

"აიაქსის" პრესსამსახურთან საუბარში, მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ამსტერდამელთა ინტერესის შესახებ შეიტყო, გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წამითაც არ დაფიქრებულა. 

 

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდებული კლუბის წევრი გავხდი, როგორიცაა "აიაქსი". უზომოდ ამაყი ვარ, რადგან ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს საფეხბურთო სამყაროში სახელი "აიაქსი". ეს არის უდიდესი კლუბი, სადაც უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია. ასე რომ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ.

სრულყოფილი მოთამაშე ვარ, რომელსაც ბურთთან შეხება ძალიან უყვარს. ტექნიკური და სწრაფი ვარ და გოლის გატანის ალღო მაქვს. გოლის გატანა და თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგება მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად გამარჯვება მახარებს - მარცხს ვერ ვიტან. ორივე ფეხით კარგად ვთამაშობ. ბავშვობიდან აქტიურად ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ შედარებით სუსტი მარცხენა ფეხი გამეუმჯობესებინა.

ვიცი, რომ "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა. ამ კლუბში უამრავი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა - მათ შორის შოთა არველაძე, რომელიც ჩემი თანამემამულეა. ეს ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, არველაძე დიდი ფეხბურთელია, რომელმაც "აიაქსში" თავისი მემკვიდრეობა დატოვა და უზომოდ მახარებს, რომ მის ნაკვალევს მივყვები.



- გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ქართველი შემტევი 19-ნომრიან მაისურს მოირგებს. 

სხვა სტატიები