გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მეცის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, რითაც ბომბარდირთა შორის პირველ ადგილს იკავებს.
გარდა ამისა, მიქაუტაძე სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა.
ლიგა 2-ის ბოლო ტურის წინ, ,,მეცი'' 69 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და იმ შემთხვევაში თუ ადგილს შეინარჩუნებს, ლიგა 1-ის საგზურს გაიფორმებს.
[ ℙ𝕣𝕠 ]
— FC Metz ☨ (@FCMetz) May 28, 2023
🌟 𝗨𝗻𝗲 𝘀𝗮𝗶𝘀𝗼𝗻 𝗶𝗻𝗰𝗿𝗼𝘆𝗮𝗯𝗹𝗲 𝗱𝗲 𝗹𝗮 𝗽𝗮𝗿𝘁 𝗱𝗲 𝗻𝗼𝘁𝗿𝗲 𝗻°9️⃣ 😍👏
💬 Un message à adresser au meilleur joueur de la saison : ___#TrophéesUNFP https://t.co/73yexFQLrD