Belive

გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დაასახელეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრაში, "მეცმა" საშინაო კედლებში "პარიზს" უმასპინძლა და ფრე - 1:1 ეთამაშა.

სტად "სენტ-სიმფორიენზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან მე-18 წუთზე ზუსტად დაარტყა და ზედიზედ მესამე მატჩში მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა.

მიქაუტაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასების მქონეთა შორისაც მოხვდა (7).

მატჩის შემდეგ, ფრანგულმა გამოცემა republicain-lorrain-მა "მეცის" მხრიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ერთპიროვნულად, დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში მოედანზე მყოფ 14 ფეხბურთელს შორის მიქაუტაძემ პირველი ადგილი დაიკავა და მას მხარი გულშემატკივრის 23-მა%-მა დაუჭირა. მეორე ადგილზე 16%-ით ისმაელ ტრაორე გავიდა, ხოლო სამეული 12%-ით ჟან-ჟაკ დენლიმ შეავსო.

​გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას უახლოეს მდევრებთან 4-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს, ყველა ტურნირზე ერთად კი მის აქტივში 35 მატჩში 21 გოლი და 8 საგოლე პასია.

სხვა სტატიები