Belive

გიორგი მიქაუტაძე: "გოლის გატანით შვება ვიგრძენი, ბედნიერი ვარ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლიონმა" "ოსერს" უმასპინძლა და შეხვედა ფრედ, 2;2 დასრულდა. მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და თავის ლიონურ კარიერაში პირველი გოლები გაიტანა. გიორგი ამ დღეს დიდხანს ელოდა და ჟურნალისტებთანაც სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

ეს შვებაა, არ მინდა სულ ზეწოლას ვგრძნობდე და მხრებზე სიმძიმე მედოს - ბედნიერი ვარ გატანით.

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და "ლილში" შემდეგი მატჩი მოვიგოთ. ჩვენ არგასშვები ორი გოლი გავუშვით. პენალტის წინ ცივი გონებით ვმოქმედებ. ყურადღებას არ ვაქცევ ირგვლივ რა ხდება და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ გოლის გატანას ვაპირებ. ეს მჭირდებოდა, მომწონს გოლების გატანა. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის. მე მოვახერხე გოლის გატანა ჩემი ბავშვობის კლუბში, ეს ოცნება იყო და ახლა უკვე შესრულებულია. ახლა მთავარი ისაა, რომ თითქმის მოგებული მატჩების "მოკვლა" ვისწავლოთ. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

მატჩში ანგარიში სწორედ მიქაუტაძემ გახსნა, ქართველმა ოსერს პენალტის ნიშნულიდან, პირველი ტაიმის ბოლოს გაუტანა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 2 წუთში სტუმრებმა გაათანაბრეს, 62-ე წუთზე კი ბენრაჰმას გადაცემის შემდეგ, გიორგიმ ბრწყინვალე თავურით შეაგდო და ლიონი ისევ წინ გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ტრაორემ დააფიქსირა.

ლიონი 14 ქულით ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, მესამე ადგილზე მყოფ "მარსელთან" სხვაობა კი სულ რაღაც 3 ქულაა.

სხვა სტატიები