Belive

lyonfoot: "როდესაც მეფემ გენერალს აჯობა"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მეფემ გენერალს აჯობა - გიორგი მიქაუტაძემ ალექსანდრ ლაკაზეტს გაუსწრო და ის "ლიონის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სეზონის დაწყებიდან დღემდე KING GEORGE-მ, ყველა ტურნირზე, 14 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც, ლაკაზეტს 13 გოლი აქვს გატანილი.

გიორგი მიქაუტაძის გოლი "სტრასბურთან", პენალტის ნიშნულიდან, გუნდისთვის უმნიშვნელოდ დარჩება (4-2), თუმცა, რა თქმა უნდა, თავდამსხმელისთვის უფრო სასიამოვნო გემო ექნება ორშაბათ დილას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარდამავალი პერიოდია, მისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონატსა და ეროვნულ გუნდში ხსნის ქართველის სასტარტო ადგილს ლიგა 1-ში, სტრასბურთან ძირითადიდან სწორედ მან დაიწყო.

როგორც ჩანს, ლიონში მომავალი ქართველისაა, კაპიტნის დიდება კი ბოლოსკენ მიდის. ესტაფეტის გადაცემა უკვე დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, სეზონის სტატისტიკა აშკარად აჩვენებს მიქაუტაძის შესაძლებლობებს. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ინტენსიური ბრძოლაა გაჩაღებული ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, სტრესი და ზეწოლა დიდი იქნება - აქამდე თუ ამ ბრძოლას გენერალი მეთაურობდა, ამ მომენტისთვის, სადავეები ხელში მეფემ აიღო.

სტატია მომზადებულია lyonfoot-ის მიხედვით.

სხვა სტატიები