Belive

გიორგი მიქაუტაძე დღეს ლიონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძე დღეს "ლიონში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. ქართველი ფეხბურთელის "მონაკოში" შესაძლო გადასვლაზე საუბარი დასრულებულია. ჟორჟი თავის ახალ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ინფორმაციას ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.

ქართველი ფეხბურთელის "მონაკოში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გიორგიმ გადაიფიქრა და "ლიონში" გადასვლა ამჯობინა.

გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე შესანიშნავად იასპარეზა და 3 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ქართველი 23 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით "მეცის" რიგებში ირიცხება, გავრცელებული ინფორმაციით, ახალ გუნდში გადასვლის შესახებ ოფიციალურად უახლოეს საათებში შევიტყობთ.

სხვა სტატიები