Belive

გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელი პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ კლუბ, "პოდბერკიძიეში" ითამაშებს. "დინამო თბილისის" აღზრდილმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მერებაშვილი, რომელსაც კარიერის განმავლობაში სერბულ "ვოივოდინაში", ბერძნულ "ოფში", "ლევადიაკოსში" და "ვერიაში" უთამაშია, 2016-21 წლებში პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელ ვისლას "პლოცკში" გამოდიოდა და ამ კლუბის მაისურით 107 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა, 30 საგოლე გადაცემა გააკეთა და მათ ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ბოლოს, გამოცდილი ქართველი ფლანგის შემტევი სამშობლოში იმყოფებოდა და თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ვარჯიშობდა, ახლა კი პოლონეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. გიორგი მერებაშვილს საქართველოს ნაკრებში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.  

სხვა სტატიები